ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვაკის პარკის რეაბილიტაციის 20 მლნ-იანი პროექტი იწყება
26 აგვისტო, 2020, 15:02
ვაკის პარკის რეაბილიტაციის 20 მლნ-იანი პროექტი იწყება

თბილისი (GBC) - თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს. თავის დროზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროექტზე 20 მლნ დაიხარჯება.

პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და შენარჩუნდება ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერ-სახე.

პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი ბრიტანულმა კომპანიამ „სიბიეს სტუდიოზ“ დაამუშავა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები