ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
USAID-ი საქართველოს კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება
26 აგვისტო, 2020, 20:06
USAID-ი საქართველოს კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება

თბილისი (GBC) - აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება.

მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებმა USAID-ისთამ გააფორმეს.

საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის თანახმად, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.

ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია, როგორიცაა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი იმისათვის, რათა ახალი კომპანიის ფუნქციონირებით გაუმჯობესდეს როგორც ტურისტულ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება, ასევე ზოგადად ასეთი დასახლებების მართვა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შედეგად უკეთ იქნება შესაძლებელი ცალკეული დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება, და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა და მართვა, რამაც სამომავლოდ ასეთი დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას მეტი ბიძგი უნდა მისცეს. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები