ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბავშვების 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 482 000 ოჯახი დარეგისტრირდა
27 აგვისტო, 2020, 12:36
ბავშვების 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 482 000 ოჯახი დარეგისტრირდა

თბილისი (GBC) - სახელმწიფოს 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 18 წლამდე ასაკის 810 000 ბავშვმა (482 000 ოჯახმა) მიმართა.

საბანკო სექტორთან მიღეული შეთანხმებით, საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვების 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ.

პრემიერმა ბანკებთან მიღწეულ შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა.

"მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 პროგრამა გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ელი სექტემბრიდან. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები