ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგვისტოში ზღვის კურორტებზე მოთხოვნა გაიზარდა
27 აგვისტო, 2020, 15:40
აგვისტოში ზღვის კურორტებზე მოთხოვნა გაიზარდა

თბილისი (GBC) - ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონის ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოს დატვირთულობა გაზრდილია.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით ყველას კახეთის (36%-ით) სასტუმროები უწრებს. მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 7%-ია, ზღვისპირეთში 26%, სხვა დანარჩენ რეგიონებში 23% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

ამავდროულად კვლევაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (44% და 36%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის გაზრდილია (32%).

გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო თბილისის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.

ამავდროულად დაბალი მოთხოვნის ფონზე შემცირებულია სასტუმროების მომსახურების ფასები. კახეთის და ზღვისპირეთის დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო სხვა სასტუმროები ნაკლებ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.








მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები