| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პრეზენტაციაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ იქნება.
მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერი აცხადებს, რომ სურს თბილისში კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით მოსიარულეებს შესაბამისი სივრცე ჰქონდეთ.
კალაძე ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.
"ეტაპობრივად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება, პროექტები, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა განახორციელეს. ყველა დიდ, ევროპულ ქალაქში იგივე პრობლემა არსებობდა, რაც დღეს თბილისშია. მათ იგივე პროექტების განხორციელება, რაც თბილისში მიმდინარეობს, წლების წინ დაიწყეს, მაგრამ თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან, ქუჩებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ქუჩა ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა მორგებული იყოს ჩვენს ქალაქზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss