ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება
27 აგვისტო, 2020, 22:56
ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება

თბილისი (GBC) - ჯორჯიან მანგანეზისინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას 29-30 აგვისტოს სვერის სათავგადასავლო ბანაკი უმასპინძლებს. ბანაკი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, ხის კოტეჯებით, საკარვე ადგილებით, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეებით, საპიკნიკე, საკოცონე, სამზარეულო, სასადილო და საშხაპე ზონით, ასევე, საჭირო სპორტული ინვენტარით.

ბანაკში პროფესიონალი გიდების დახმარებით, ყველა პირობაა შექმნილი კლდეზე ცოცვისთვის, ასევე, შესაძლებელია, ველოტურის დაგეგმვა, რაფტინგი, კანიონინგი, ლაშქრობა, ისტორიული ადგილების მონახულება და სხვა.

ფესტივალის მიზანია მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი ასევე, მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც პროფესიონალ მეკლდეურებს, ასევე, მოყვარულებს შეეძლებათ.

ბანაკში შესაძლებელია კლდეზე ცოცვა, ასევე, ტბის ტური, კანიონინგი, მღვიმის ტურები, ლაშქრობა, ველოტურები. ფესტივალსჯორჯიან მანგანეზისინიციატივით ვმართავთ, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ამ კომპანიის დახმარებით, ფესტივალზე სპეციალური პრიზები დავაწესეთ”,- აღნიშნა სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელმა ლევან გოგოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სრულად იქნება დაცული COVID19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბანაკი აღჭურვილია თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო საშუალებებით, გამაფრთხილებელი ნიშნულებითა და დეზობარიერებით.

ექსტრემალური სპორტის სახეობის - მეკლდეურობის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზიუკვე წლებია როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მეკლდეურებსა და მოყვარულ სპორტსმენებს.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები