ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უზბეკეთი საექსპორტო ტვირთებს კავკასიის სატრანზიტო კვანძებზე მიმართავს
31 აგვისტო, 2020, 12:43
უზბეკეთი საექსპორტო ტვირთებს კავკასიის სატრანზიტო კვანძებზე მიმართავს

თბილისი (GBC) - ცენტრალური აზიიდან ტვირთების კასპიის ზღვისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნების მიმართულებით გადაზიდვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამის შესახებ უზბეკეთის ელჩმა აზერბაიჯანში ბახრომ აშრაფხანოვმა სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ მხრივ ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის ფართოდ გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოცულობების ზრდის ფონზე. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სხვადასხვა კონტინენტების ბაზრებზე გვიხსნის გზას“, – განაცხადა აშრაფხანოვმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი ამ მიმართულებით საკუთარი ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან: აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი.

საქართველო–უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს $89,2 მლნ შეადგინა, რაც  $8,7 მლნ–ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები