ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
S&P: დოლარიზაციის მაღალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება
31 აგვისტო, 2020, 15:41

თბილისი (GBC) - საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. S&P-ი ასევე აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯებს პანდემიის პირობებში.
სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ S&P-ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსი - ცალკეული ინტერვენციებით - ეკონომიკური სტაბილურობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინა პერიოდებში, შესუსტებული საგარეო ეკონომიკური გარემოს საპასუხოდ, გაცვლითი კურსი სწრაფად დაკორექტირდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული მკვეთრი ერთჯერადი ცვლილებები. ამან ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და საშუალება მისცა საქართველოს, თავიდან აეცილებინა დაკრედიტების მკვეთრი შენელება, რასაც ბოლო წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებში ჰქონდა ადგილი და რამაც მათი ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა.
საქართველოში მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ეკონომიკის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჭარბი მერყეობების შესამცირებლად ეროვნული ბანკი პერიოდულად ინტერვენციებს ახორციელებს.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. "ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების მოცულობა 2016 წლიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 250 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა, რაც საგადასახდელო ბალანსის რისკების საწინააღმდეგო ბუფერს ქმნის. ჩვენი შეხედულებით, რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში, დროებითი ზრდისა და მერყეობების მიუხედავად, ინფლაცია თანმიმდევრულად დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა და 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ზე ნაკლები იყო."
დოლარიზაციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება. ბოლო წლებში შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს. სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ხელისუფლების ღონისძიებებს, რომლებიც ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებისაკენ არის მიმართული, რაც მოიცავს ეროვნული და უცხოური ვალუტის ვალდებულებებისათვის განსხვავებულ ლიკვიდობის მოთხოვნებს, საპენსიო რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი სავალო და კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და დეპოზიტების დაზღვევის შემოღებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss