| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სვერის სათავგადასავლო ბანაკში,
“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით,
ცოცვის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30
აგვისტოს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მეკლდეურებმა,
მედიის წარმომადგენლებმა და მოყვარულებმა. პირველი ადგილი ანასტასია კოროლენკოს
ერგო, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქარები გადაეცათ.
კლდეზე ცოცვის გარდა, ბანაკში გაიმართა რაფტინგი, ველოტური, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ისტორიული ადგილები მონახულეს. ბანაკის წევრებმა ღამე კარვებში, საპიკნიკე პირობებში გაატარეს.
„ფესტივალის მიზანია მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი ასევე, მიზნად ისახავდა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციას. აღნიშნული ფესტივალი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და სპონსორობით ჩატარდა. ეს იყო ორდღიანი ღონისძიება, პირველ დღეს იყო სტუმრების მიღება, გართობა, მუსიკა, ასევე, სპორტული კუთხით მეორე დღისთვის მომზადება. ფესტივალის ბოლოს კი გაიმართა დაჯილდოების ცერემონია“,- აღნიშნა სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელმა ლევან გოგოლაძემ.
ფესტივალზე სრულად იქნა დაცული COVID19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბანაკი აღჭურვილი იყო თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო საშუალებებით, გამაფრთხილებელი ნიშნულებითა და დეზობარიერებით.
ექსტრემალური სპორტის სახეობის - მეკლდეურობის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზი” უკვე წლებია როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მეკლდეურებსა და მოყვარულ სპორტსმენებს. თბილისი (GBC) – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი სებ-ის 5 აგვიტოს მპკ-ისგან მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილებას ელის.
ალაქსანდრე ძნელაძის განაკვეთის
შემცირებაა, პანდემიის შოკში არსებული ეკონომიკისთვის, ამ ეტაპზე ყველაზე
ოპტიმალურია. ამასთან ექსპორტ/იმპორტის ბალანსის და ფულადი გადმორიცხვების
სტისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიახლოებაზე მიანიშნებს.
აღნიშნული მოცემულობა კი პოლიტიკის
შერბილების მიზანშეწონილობაზე.
სებ-მა 8.5%-მდე შერბილების
გადაწყვეტილება წინა მპკ-ზე აპრილის ბოლოს
მიიღო. მაისის მიწურულს კი პანდემიის ზეგავლენით, გლობალური მოთხოვნის შემცირებით,
ინფლაციის უპირობო კლების მოლოდინზე განაცხადა. რაც რეფინანსირ5ების განაკვეთის დაწევის
შესაძლებლობას იძლევა.
covid 19-ით შექმნილ ახალ გამოწვევებზე და ახალ რეაკლობაზე ბაზარიც აცხადევს, მათ შორის კურსის წონასწორობის ახალ ნიშნულზე - $1/₾3 და იმაზეც რომ ზედმეტად გამყარებით ამ წონასწორობის დაკარგვა ლარისთვის და ეკონომიკისთვის უარესიც შეიძლბა იყოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss