ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი დეპოზიტარების ნდობას ვერ იბრუნებს
1 სექტემბერი, 2020, 16:37
ლარი დეპოზიტარების ნდობას ვერ იბრუნებს

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების მოცულობამ 30,5 მლრდ. ლარი შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში - 12 მლრდ. რაც ანაბრების მთლიანი რაოდენობის 39,4%- შეადგენს.

თუმცა, ლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია დეპოზიტების სხვადასხვა კატეგორიებში.

მაგალითად, კერძო პირების მიერ გახსნილი ანაბრების მოცულობაა 16 მლრდ. ლარი, ეროვნულ ვალუტაში კი  მხოლოდ 4,1 მლრდ, ლარია - ანუ, 25,1%, რაც საშუალოზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ამავე დროს, იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 11 მლრდ.- შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში კი - 5,3 მლრდ. რას მთიანი მოცულობის 45%- შეადგენს, რაც აღემატება როგორც კერძო პირების ანაბრების, ასევე მთლიანი დეპოზიტების ლარიზაციის დონეს.

ასევე დაბალია ლარის წილი მიმდინარე ანგარიშებში - მთლიანი 14 მლრდ-იდან  მხოლოდ 4,1 მლრდ, რაც ამ კატეგორიაში მთლიანი მოცულობის 25%-ია.

ლარიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთავრობის ანაბრებში  - 2,5 მლრდ. ლარი  - 100% ეროვნულ ვალუტაში.

ამდენად, ლარიზაციის მრავალწლიანი პროგრამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავაც სუსტია, და ლარიზაციის ის დაბალი დონეც კი, რომელიც არის, ძირითადად ბიზნესის და საჯარო სტრუქტურების ხარჯზეა მიღწეული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები