| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - ოფიციალური
მონაცემებით
საქართველოში
სოფლის
მეურნეობაში
დასაქმებულია
650 000 ადამიანი,
რაც ძალზე მაღალი მაცვენებელია 3,7-მილიონიან ქვეყანაში, თუმცა, სტატისტიკური ინფორმაციის დეტალური შესწავლის შემთხვევაში ცხადი ხდება რომ ეს ციფრი რეალობას ზუსტად ვერ ასახავს.
ეს მაჩვენებელი შეესაბამება სოფლად დარეგისტრირებული ოჯახების რაოდენობას, მაგრამ სოფლად დარეგისტრირება ერთია, ხოლო სოფლად რეალური ცხოვრება კი - მეორე.
გარდა
ამისა,
სოფლად
ცხოვრებაც
კი აუცილებლად სოფლის მეურნეობაში დასაქმებას არ ნიშნავს.
საქსტატის
მონაცემებით,
სოფლის
მოსახლეობის
10% მიწას
საერთოდ
არ ფლობს, შესაბამისად ციფრი „სოფლის მეურნეობაში დასაქმებული 650 000 ადამიანი, უკვე შეიცავს თავის თავში 10%-ან ცდომილებას.
რაც შეეხება სოფლად დასაქმებულ ადამიანებს, მათი დიდი ნაწილი თავს თითქმის ნატურალური მეურნეობით ირჩენს.
2019 წლის მონაცემებით რეალურად არსებული 580 000 მეურნეობიდან 442
540 (77.1%) მიწის ნაკვეთს 1 ჰექტარის ფარგლებში ფლობს.
თუმცა, ეს მაჩვენებელიც რეალურ სიტუაციას ზუსტად ვერ ასახავს.
სოფლებში შიდამეურნებების 15% ფლობს 100 მ2 -დე მიწას, 10% - 100-დან 200 მ2-მდე, 24% - 200-დან 500 მ2- მდე, 26% - 500 მ2-დან 1 ჰექტრადე, 16% - 1-დან 2 ჰექტრამდე, 3,1% - 2 -დან 3 ჰექტრამდე, 1,1% - 3-დან 4 ჰექტრამდე.
მეურნეობების მხოლოდ 0.02% ფლობს 500 ჰექტარს, ხოლო 4-დან 500 ჰექტრამდე -
2%-ზე ნაკლები.
ერთ მეურნეობაზე აგრარული მიწების ფართი ყველაზე მეტია კახეთში - 3,6 ჰექტარი, ყველაზე მცირემიწიანი სვანეთი-რაჭა ლეჩხუმია - 400 მ2.
ეს მაშინ, როდესაც, ევროპაში ეს მაჩვენებელი 95-დან (ბრიტანეთში) 4 მდე (რუმინეთში) მერყეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss