ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2020 აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაციის დონე 0.02%-ით შემცირდა
3 სექტემბერი, 2020, 11:23

თბილისი (GBC) - 2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.

საბაზო ინფლაცია 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7% შეადგინა,  ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი 5,2% განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,5%, რაც თვის ინფლაციაზე -0.16% პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-10.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.8%), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7 %).

ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (2.2%); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.8%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9,2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.88 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18%), ყავა, ჩაი და კაკაო (14.9%), თევზეული (13.5%), ზეთი და ცხიმი (11.9%), რძე, ყველი და კვერცხი (11.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.0%), პური და პურპროდუქტები (9.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5%)

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9% მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.7%, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (11.3%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (9.5%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (9.1%).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები