ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესი და კანონმდებლები კვლავ ვერ შეთანხმდნენ
3 სექტემბერი, 2020, 12:05
ბიზნესი და კანონმდებლები კვლავ ვერ შეთანხმდნენ
თბილისი (GBC) - პარლამენტი მეორე მოსმენით შრომის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, თუმცა 2 საკითხზე ბიზნესმა და კანონმდებლებმა შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. კერძოდ, ბიზნესი კვლავ აპროტესტებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრ ზრდასა და შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელ გაფართოვებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის აზრით, „თუ ჩვენ შემოვიღებთ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნებს, ბიზნესი იძულებული იქნება თავი აარიდოს გაზრდილ ხარჯებს, მაგალითად, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, დაიყოს შტატები, შემცირდეს სამუშაო დრო და შემცირდეს ფიქსირებული ხელფასები“.

რაც შეეხება შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატს, ბიზნესი მიიჩნევს, რომ ისინი განვითარებასა და კრიზისთან გამკლავებაზე ფიქრის ნაცვლად, იძულებული იქნებიან ადმინისტრაციულ ორგანოსთან ხანგრძლივ დავებში ხარჯონ დრო და ენერგია, შრომის ინსპექცია კი დაშორდება მის ძირითად ფუნქციას - აკონტროლოს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობები.

„აშკარაა, რომ ეს დარჩენილი 2 (ორი) წინაამღდეგობრივი საკითხი საფრთხეების შემცველია და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების კეთების ფუფუნება. მით უფრო ისეთის, რომელიც არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულების მდგომარეობას, არამედ დააზიანებს მათ ინტერესებს და შესაბამისად დააზიანებს ეკონომიკას“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები