ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დისტანციური მუშაობისთვის ჩვენ ქვეყანას 40 ქვეყნის 200 მოქალაქე ირჩევს
3 სექტემბერი, 2020, 18:40
დისტანციური მუშაობისთვის ჩვენ ქვეყანას 40 ქვეყნის 200 მოქალაქე ირჩევს
თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის „იმუშავე საქართველოდან“ ახალი პროექტით საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი უკვე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქემ გამოხატადა პროექტში მონაწილეობისათვისრეგისტრაცია გაიარა.
138 აპლიკანტი საქართველოში მოგზაურობასთანმხლებ პირთან, ოჯახის წევრებთან ერთადაპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების დადასტურების შემთხვევაში 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და დისტანციურად მუშაობას.
27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლითმიღებული აპლიკაციების 56 % „თვითდასაქმებული,“ 23 % სრულ განაკვეთზედასაქმებული, ხოლო 21 % მეწარმეა.
პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოდან დაიწყო და მოკლე დროში დიდი დაინტერესება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, თურქეთსა და სხვა სახელმწიფოებში.
„იმუშავე საქართველოდან“ პროექტისფარგლებში საქართველოში კიდევ უფრომეტად მხარჯველუნარიანი ტურისტებიშემოვლენ და რაც მთავარია მოგზაურებისაშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრადუფრო ხანგძლივი პერიოდით, ვიდრე გასულწლებში. პროექტის მონაწილეებს საშუალებაექნებათ ოჯახის წევრებთან ერთადიმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვამხარეში, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას დასამზარეულოს. პროექტი დაეხმარება კერძოსექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაოადგილების შენარჩუნებაში, რადგან ახალიპროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტულიკომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნებამნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო.პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც„უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარპოზიციონირებაზე მოხვედრას.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია,რომელიც საქართველოში დისტანციურადმუშაობის მსურველ უცხო ქვეყნისმაღალანაზღაურებად მოქალაქეებსსაქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნისდისტანციურად მომუშავე სხვადასხვაგლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ180 დღის განმავლობაში დისტანციურადშეასრულონ სამუშაო.
ჩამოსვლის მსურველებიწინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურადადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვისაუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდაუზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმისბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/)
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები