| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება.
კომპანია Sweeft Digital-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის
მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში,
ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, პარტნიორობის სანაცვლოდ - IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს.
Sweeft Digital-ის პროექტი „ერთად
წარმატებისკენ“ ინვესტირების
უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს,
სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს სტარტაპ
იდეების რეალურ პროდუქტად
გარდაქმნის პროცესი.![]()
Sweeft Digital-ისა
და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერცალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს
ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და
წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების
დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა.
აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს
ხელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss