ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
500 Startups-მა ინტენსიური კურსი დაიწყო
10 სექტემბერი, 2020, 11:19
500 Startups-მა ინტენსიური კურსი დაიწყო

თბილისი (GBC) - მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო. 

საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა. შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული  გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

      500 Startups- საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები