ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავარია სიცოცხლე & ეკონომიკა - გახარია
11 სექტემბერი, 2020, 16:29
თბილისი (GBC) - ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ გლობალური პანდემია და გლობალური ვირუსი, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევასთან ერთად ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევა, რომელიც საქართველოს აქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიდეს ეკონომიკურ განზომილებასი და უნდა მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.
„ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა, ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, ჩვენ ყველანი, მოქალაქეებთან ერთად პირველ რიგში ვართ დაინტერესებული, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება, რომ ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა როგორც ჩანს გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოგვიწევს და მე ვფიქრობ, რომ ამ შეზღუდვების ნაწილშიც ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად გაგებით მოეკიდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , კარგად გვესმის, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დღეს ან განვლილი, 5-6 თვის შემდეგ რა თქმა უნდა ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება კრიტიკოსი და მაქებარი, ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები