ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
კომპანიებს გარემოს დაცვა ფინანსური გარანტიით მოეთხოვება
14 სექტემბერი, 2020, 19:47

თბილისი (GBC) - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა , „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას"მხარი დაუჭირა.
ამ საკანონმდებლო ინიციატივით იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები საერთო ფართობით 5958.3 ჰა, რომელშიც გაერთიანდება უკვე არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი და ახალშექმნილი ცივ-გომბორის აღკვეთილი. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებით 1 უბნის უფროსი რეინჯერის და 4 რეინჯერის დასაქმება, რისთვისაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობამ უნდა შეადგინოს 55 200 ლარი, ვინაიდან კანონი სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსის მიენიჭება 4935,8 ჰა ტერიტორიას. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიებზე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ქონებრივ ურთიერთობებზე; სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
„ეს კანონი მომავალში დაარეგულირებს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც ამ დრომდე, ფაქტობრივად, ინდივიდუალური მონდომებით წყდებოდა. მათ შორის, როგორც წარმატებული მაგალითი, შემიძლია დავასახელო კომპანია არემჯის მაგალითი, რომელმაც პარლამენტის სამუშაო ჯგუფთან და სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, განახორციელა რიგ შემთხვევაში მიყენებული ზიანის აღმოფხვრა, რიგ შემთხვევაში კი პრევენციული ღონისძიებები. ამ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ბიზნესი საკმაოდ მოტივირებულია და მზადაა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოსადმი მიყენებული ზიანი. მჯერა, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვექნება ამ მიმართულებით სახელმწიფოს და სექტორს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
ცვლილებების თანახმად გარემოს დამბინძურებლის პასუხომგებლობა იზრდება. კანონპროექტი ადგენს გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს, 2023 წლიდან საქმიანობის სუბიექტები, საქმიანობის დაწყებამდე ვალდებულები იქნებიან (იგულისხმება მაღალი რისკის საქმიანობა), შექმნან გარკვეული ფინანსური გარანტიები, ვიდრე ისინი საქმიანობას დაიწყებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss