| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე PRS- ტესტირების სტატისტიკა წარადგინა, რომელიც ამირან გამყრელიძის მონაცმმებზე რამდენჯერმე ნაკლებია.
ეზუგბაიას ვერსიით, ივნისში 806, ივლისში 1 412, აგვისტოში 1 527, 1-14 სექტებრის პერიოდში 1 506 PSR-ტესტირება ჩატარდა.აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელია 60, ბოლო 2-კვირიანი პერიოდის საშუალო დღიური კი107.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათშორის საკოოდრონაციო საბჭოს ორშაბათის სხდომის შემდეგ დღიური ტესტირების 8 000-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა.
ბოლო დადასტურებული 170 შემთხვევიდან 88 დადასტურებულთან კონტაქტია, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრციდან, დანარჩენი - ცხელების ცენტრებიდან. სულ, 2 392 + 170 = 2 562 covid დადასტურებულია.
124 - აჭარას (ბათუმი), 10 - თბილისი, 13 - იმერეთი (ქუთაისი), 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი (ზუგდიდი), 3 - მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა), 1 - რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი), სულ - 2 562 კოვიდ- დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამეში მხოლოდ 11 გამოჯანმრთელებული დაემატა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ეზუგბაია ტესტირების სიხშირის მატებით ხსნის
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss