| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აგვისტოში
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $184.2 მლნ (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით)
მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში
ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი
გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე
გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.
ფულადლი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნადაა
გაზრდილი ევროკავშირიდან და 74,53 მლნ–ს შეადგენს, რაც მთლიანი გზავნილების
40,46%–ა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 33,34%–ითაა გაზრდილი. ამ
ფონზე შემცირებულია რუსეთიდან შემოსული გზავნილების მოცულობა, რამაც აგვისტოში
$34,94 მლნ შეადგინა. კლებამ წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 1,48% შეადგინა.
|
უმსხვილეს დონორთა
ხუთეული |
ჩარიცხული $
08/20 |
ჩარიცხული $
08/19 |
სხვაობა % |
|
ევროკავშირის ქვეყნები |
74 530 000 |
49 681 698 |
+33,34% |
|
რუსეთის ფედერაცია |
34 940 000 |
35 460 000 |
–1,48% |
|
აშშ |
22 050 000 |
15 120 000 |
+45,80% |
|
ისრაელი |
14 300 000 |
14 020 000 |
+2,00% |
|
უკრაინა |
10 980 000 |
3 830 000 |
187,06% |
მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილების ნაკადი
აშშ–დან – +45,8% (ჯამში $22,05 მლნ).
ფულადი გზავნილები პროცენტულ გამოსახულებაში ყველაზე
მეტად აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გაიზარდა, შესაბამისად 269,82% და 187,06%. ყველაზე მეტად შემოდინებები
პროცენტულად ყაზახეთიდან შემცირდა –36,35% და ფულად გამოსახულებაში $1,63 მლნ შეადგინა.
ევროკავშირის ხუთეული
ევროკავშირის ქვეყნებს შორის დონორთა ხუთეულში
პირველ ადგილზეა იტალია ($27,95 მლნ), მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს ($20,64 მლნ),
მესამეზე გერმანიაა ($6,86 მლნ), მეოთხეზე ესპანეთი ($5,11 მლნ), ხოლო პირველ ხუთეულს
საფრანგეთი კრავს $2,81 მლნ–ით.
|
უმსხვილეს დონორთა
ხუთეული ევროკავშირიდან |
ჩარიცხული $
08/20 |
ჩარიცხული $
08/19 |
სხვაობა % |
|
იტალია |
27 950 000 |
20 570 000 |
+35,92% |
|
საბერძნეთი |
20 640 000 |
14 730 000 |
+40,12% |
|
გერმანია |
6 860 000 |
4 220 000 |
+62,43% |
|
ესპანეთი |
5 110 000 |
4 230 000 |
+20,76% |
|
საფრანგეთი |
2 810 000 |
2 560 000 |
+9,86% |
2020 წლის აგვისტოში
საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც
2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
21.5%-ით მეტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss