ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკს Mastercard-თან ერთად სტუდენტებისთვის შეთავაზება აქვს
15 სექტემბერი, 2020, 15:58
საქართველოს ბანკს  Mastercard-თან ერთად  სტუდენტებისთვის  შეთავაზება აქვს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული კამპანიების წარდგენას. ამჯერად ბანკი Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს შემდეგ შეთავაზებას უკეთებს. დღეიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სტუდენტები RGG-ის მაღაზიების ქსელში შოპინგისას, სტუდენტური ბარათით სარგებლობის  შემთხვევაში,  გადახდილი თანხის 20% პროცენტს უკან დაიბრუნებენ.  ქეშბექის აქცია  RGG-ის  ქსელის 20 მაღაზიაში ისეთ ბრენდებზე ვრცელდება როგორიცაა: Zara, Mango, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Marks & Spencer, US Polo, Oysho, Aldo, Massimo Dutti, Charles & Keith, Flormar, La Vie En Rose, Gap, La Senza, Clarks, Quiz, Accessorize, Ipekyol, Call It Spring.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალ სასწავლო სემესტრთან დაკავშირებით სტუდენტებს მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციაზე შეძენისას განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ და  Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს RGG-ის ქსელის 20 მაღაზიაში ქეშბექის აქცია შევთავაზეთ. აღნიშნული კამპანიით სარგებლობას  სტუდენტური ბარათის ყველა მფლობელი შეძლებს. მადლობას ვუხდით Mastercard-ს რომლის ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთ საინტერესო აქციას ვიწყებთ.  ჩვენი მიზანია, უკონტაქტო გადახდის მეთოდით, შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ; ამასთანავე, ვცდილობთ ჩვენი ბარათის მფლობელებს სისტემატიურად შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიები მათთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ობიექტებში“,- აცხადებენ Mastercard-ში.

საქართველოს ბანკი Mastercard-თან ერთად სტუდენტური ბარათის მფლობელებს წლის ბოლომდე კიდევ შესთავაზებს საინტერესო აქციებს. აღნიშნული კამპანიით სტუდენტური ბარათის საჩუქრების სემესტრი დაიწყო.

ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ: 

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები