ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გლობალური ინოვაციების რეიტინგში საქართველო ჩამოქვეითდა
21 სექტემბერი, 2020, 18:07
გლობალური ინოვაციების რეიტინგში საქართველო ჩამოქვეითდა
თბილისი (GBC) - გლობალური ინოვაციების 2020 წლის ინდექსში (GII) საქართველო 63-ე ადგილზეა და რეგიონის იმ ქვეყნად სახელდება რომელმაც წლიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. კერძოდ, გასულ წელს საქართველო რეიტინგში 48-ე ადგილზე იყო.

საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგი ინფრასტრუქტურის კრიტეიუმში აქვს. კერძოდ მსოფლიოში 81-ე ადგილი. ამ კრიტერიუმით იზომება თუ რამდენად მდგრადია ქვეყანაში ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ქსელები, როგორია ქვეყნის ელექტრონული მმართველობის სისტემა და ელექტროენერგიის მიწოდება.

რეიტინგი ასევე აფასებს განვითარების რა ეტაპზეა ქვეყანაში სამეცნიერო კვლევები. უნივერსიტეტებისა და შესაბამისი ინდუსტრიების კოლაბორაციის ქვეყკრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში 104-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებად შვეიცარია და შვედეთი დასახელდნენ.

რეიტინგში საქართველოს რეგიონის ყველა ქვეყანა უსწრებს. ასე მაგალითად 61-ე ადგილზეა სომხეთი, 47-ზე რუსეთი, 45-ზე უკრაინა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები