ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მზა მზარეული BOGG-ის 1.1 მლნ-ით ფართოვდება
22 სექტემბერი, 2020, 15:34
მზა მზარეული BOGG-ის 1.1 მლნ-ით ფართოვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ჩართულობით მზა კვების საწარმოშპს მზა მზარეულიფართოვდება. პროექტის მხარდასაჭერად საქართველოს ბანკმა 1 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო, რომელიც საწარმოს მშენებლობას და ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდება. პროექტის  საინვესტიციო  მოცულობა ჯამურად 1 500 000 ლარს შადგენს. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება.  

 

სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში. „შპს მზა მზარეულიგამოირჩევა მაღალი ხარისით, რომელზეც კომპანიისათვის მინიჭებული არაერთი სერტიფიკატი მეტყველებს. ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბანკის ჩართულობითშპს მზა მზარეულს კიდევ ერთი საწარმო შეემატება, რაც წარმოების გაფართოებას და მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, წაახალისოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, შპს მზა მზარეულიმის შვილობილ კომპაიასთან "მზა მზარეულ კეტერინგთან" ერთად ქართული კვების პროდუქტების ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობს.  „მზა ზარეული“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ნახევარ ფაბრიკატებსა და მზა პროდუქციის სეგმენტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან, როგორიცაა კარფური და ნიკორა, ორი ნაბიჯი, ფრესკო, სპარი, კაფე კოფისტას ქსელი.   

 

„მზა მზარეული“  ყოველ დღიურად თავის პროდუქციას  300 მეტ კვების ობიექტს აწვდის მათ შორის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს, რესტორნებსა და ქითერინგულ კომპანიებს.

 

კომპანიის მიერ  ყოველდღიურად წარმოებული პროდუქცია 150 მეტი სახეობისგან   შედგება  და თითოეული პროდუქტი დამზადებულია ISO 9001, ISO 22000 და HACCP სტანდარტების ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად. უფრო მეტიც, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებთან, რათა გააკონტროლოს პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები