ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება
24 სექტემბერი, 2020, 17:45
საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება

თბილისი (GBC)- 24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

“საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ტრანსპორტია - ზღვით გადაიზიდება მსოფლიო ტვირთების 80%, რაც უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, აქტიურ ფაზაშიშესული სექტორული ინტეგრაცია - საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებითა და სერვისებით სარგებლობს საზღვაო სფეროს ცალკეულ მიმართულებებში.

მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით: 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, 2019 წელსვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) „თეთრ სიაში“ ორგანიზაციის წევრი 165 ქვეყნიდან მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორის საქართველოც, რითიც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიცია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს მათი რიცხვი 13600-ს შეადგენს და ევროკავშირთან თანამშრომლობით მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს ვზრდით“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.  

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას ახდენს, არამედ უკვე განახლებული სტანდარტების დანერგვას ახორციელებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები