ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომისიის კიდევ ერთი უარი „კავკასუს ონლაინს“
24 სექტემბერი, 2020, 19:38
კომისიის კიდევ ერთი უარი „კავკასუს ონლაინს“
თბილისი (GBC) - დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებმაც, რადგან კომუნიკაციების კომისია ბოლო 3 წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის ხუთშაბათის სხდომაზე გააკეთა და „კავკასუს ონლაინისა“ და მისი ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია თავადაა დაინტერესებული ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

ვმუშაობთ, რომ სწორედ საქართველოს და შავი ზღვის გავლით მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში. ამიტომ, დაანებეთ თავი სიყალბის გავრცელებას, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. რეალურად პირიქით არის ყველაფერი, ვინაიდან ჩვენი ინიცირებულია ციფრული ჰაბის პროექტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის, გარკვეულ ეტაპებზე რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული პროცესში. ჯერჯერობით პროექტის განხორციელებას ბევრი აკლია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ბევრად მეტია უკვე, ვინაიდან ბოლო სამი წელიწადია მე პირადად ჩართული და დაინტერესებული ვარ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი შედგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც.“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის განაცხადი, „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის აზერბაიჯანული კომპანია „ბაქსელის“ მიერ შეძენის წინასწარ თანხმობაზე, რომელიც კომისიამ განუხილველად დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ „კავკასუს ონლაინის“ 49% თვეებია კანონდარღვევითაა გასხვისებული და კომპანია კომისიის გადაწყვეტილებებს თითქმის ერთი წელია არ ასრულებს, კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის მიხედვით მოკლებულია შესაძლებლობას კანონდარღვევის პირობებში შეისწავლოს არსებითად მსგავსი ტრანზაქცია.


კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან წინასწარი თანხმობის ახალი მოთხოვნა შესაძლებელია ჩაითვალოს უკანონოდ გასხვისებული წილის შებრუნებისთვის გარკვეულ ულტიმატუმად, რის გამოც, აღნიშნული მოთხოვნა კომისიამ განუხილველად დატოვა და კომპანიას კანონის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები