| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 20209 წლის
აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა.
თუმცა, შემოსავლების სხვადასხვა კატეგორიებში
ხელფასის ცვლილება განსხვავებულია - კერძოდ,
ყველაზე მნიშვნელოვანი შეცმირება დაფიქირდა 1200 ლარამდე ხელფასის კატეგორიაში
(-3%).
ნაკლებია ვარდნა მაღალი ხელფასები
კატეგორიაში - თვეში 3600 ლარზე მეტი - ამ
კატეგორიაში კლებამ 0,4% შეადგინა.
კატეგორიაში 1200-დან 3600 ლარამდე
ხელფასის მიღმებთა რაოდენობა პირიქით, 2%-ით გაიზრდა.
ბოლო თვეების მანძილზე ამ მხრივ ასევე
განსხვავებული ტენდენციებია - 1200 ლარამდე
ხელფასის კატეგორიაში ივლისში ვარდნა გაცილებით მეტი იყო - 6%, ხოლო ივნისში 8%. ამ კატეგორიაში ყველაზე
მაღალი ვარდნა მაისში დაფიქსირდა - 12%.
1200-3600 ლარის ხელფასების კატერორიაში
პირიქით, ბოლო თვეების მანძილზე ზრდა შეინიშნებოდა - ივნისში 5%, ივლისში 4%.
3600 ლარზე მეტი ხელფასების მიმღებთა
რაოდენობა 3-თვიანი ვარდნის შემდეგ ივლისში 2%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტოში ისევ, ამჟერად
0,4%-ით შემცირდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 1200 ლარამდე
ხელფასს იღებს ოფიციალურად დასაქმებულთა 63%, 1200-დან 3600 ლარამდე - 30%, ხოლო
3600-ს და მეტს - 7%, გამოდის, რომ პირველ კატეგორიაში ვარდნა ეკონომოკური ვითარების
გაუარესებაზე უფრო მეტყველებს, ვირდე მეორე კატეგორიაში ზრდა - აღდგენაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss