| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კავკასუს ონლაინი“ და Tik Tok – ანუ რა ხდება აშშ-ში, როცა სახელმწიფო ბიზნესს ავიწროვებს (ლევან ალაფიშვილის მიმოხილვა)
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამერიკაში ტიკ ტოკის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ წერს:
„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება #tiktok საქმიანობის შეჩერების შესახებ კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ 2 დღის წინ შეაჩერა.
მოსამართლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული წარმოების, გასაჩივრებისა და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის უფლებების დარღვევა იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში #tiktok -ს მიერ დავის წარმოება უკვე აზრს კარგავდა რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნებოდა და საქმიანობა გაჩერებული.
სწორედ ასეთივე ანტიკონსტიტუციური რეგულაცია ჩაწერა ჩვენმა პარლამენტმა კომუნიკაციების კანონში, რითაც ოპერატორებს და უმთავრესად #კავკასუსონლაინი -ს კომისიის მიერ სანქციის გამოყენებისას არ ექნებათ სასამართლოში დავის არსებითი განხილვის საშუალება“, – წერს ლევან ალაფიშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss