ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა უფლებები ექნება გადახდიუუნარობის პრაქტიკოსს - კანონის დეტალები
29 სექტემბერი, 2020, 16:10
რა უფლებები ექნება გადახდიუუნარობის პრაქტიკოსს - კანონის დეტალები

თბილისი (GBC) - გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულო ხდება. პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე ინიშნება.

 

პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კონკრეტულ საქმეებზე  კი ავტომატურად, ელექტრონულად შეირჩევა.

 

სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.

 

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალისთვის, კრედიტორისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კანონით დადგენილი წესით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.

 

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის:

 

ა) ამ საქმეში თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

 

ბ) ამ საქმის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

 

გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები