ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები მსესხებელს გირაოს დაამატებინებენ თუ ₾არი 15%-ით დაეცემა და უძრავი ქონების ფასი 5%-ით
30 სექტემბერი, 2020, 17:43
ბანკები მსესხებელს გირაოს დაამატებინებენ თუ ₾არი 15%-ით დაეცემა და უძრავი ქონების ფასი 5%-ით

 

თბილისი  (GBC) - იპოთეკურ მსესხებელს ბანკები მეტ ქონებას მიატანინებენ, თუ უძრავი ქონება 5%-ით გიაფდება და ლარი 15% -ით გაუფასურდება. ამ დაშვებით, სტრესტესტის გაშვებაზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის  განხილვაზე განაცხადა. სხვადასხვა სიმულაციებით ბაზარი იტესტება, რომ სხვადასხვა ინდიკატორით სებ-მა  იხელმძღვანელოს, საფინანსო ბაზრის საჭიროებების განსაზღვრისას.

 

მაგ: რამდენი კაპიტალი გამოუთავისუფლოს ბანკებს, რა მოცულობის ლიკვიდობა მიაწოდოს ... პაპუნა ლეჟავას თქმით,  კაპიტალის 4%-ით გამოთავისუფლების რესურსი კიდევ არსებობს (თუ საჭირო გახდება). სებ-მა სექტორს პანდემიერ გაზაფხულზე საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი, 4%-ით, 17,5 %-მდე შეუმცირა და გამოთავისუდლებული 1.6 მლრდ ლარით, 16 მლრდ -ის საკრედიტო რესურსი გაუჩინა, საიდანაც ნაწილი საკრედიტო ზარალებმა შეჭამა. პაპუნა ლეჟავამ პრეზენტაციაზე სექტორის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზეც აღნიშნა კაპიტალის ბუფერების შეჩერებაზე, სანქციების მოხსნაზე, ასვე არ გადახედა რისკის პოზიციების კონცენტრაციის ლიმიტებს. სექტორს 400 მლნ სვოპების ლიმიტი გაუკეთა, სავალუტო  ინტერვენციებს სთავაზობს და ბიმაჩ პლატფორმაც აამოქმედა, რეფინანსირების განაკვეთი რამდენჯერმე შეამცირა.

 

იმის მიუხედავად რომ მდგომარეობა  2008 2009 წლების კრიზისგან განსხვავებულია, როცა  საფინანსო  სექტორი მისი გამწვავების კატალიზატორი გახდა- კომპანიებისთვის დაფინანსების შეწყვეტით, ბაზრის გაუარესებას შეუწყო ხელი, გამოცოცხელბის ნაცვლად, მაინც რჩება რისკები, განსაკუთრებით იპოთეკური დაკრედიტების ბაზარზე. მისი თქმით, პორტფელის ტრენდი პოზიტიურია, პროგნოზიც საიმედო. იპოთეკური სესხების აგვისტოს ზრდის ტემპი  შარშანდელ აგვისტოზე მაღალია. სებ-ის ინტერაქტიული სესხების სტატისტიკით, 2020 -ის აგვისტოში 246 მლნ-მდე ლარის იპოთეკუირი სესხებია გაცემული, შარშან  აგვისტოში - 241 მლნ ლარის.  შარშან კურსი $1/2.96, 2.97 ₾ იყო,  წელს  $1/3.2, თუმცა, კურსის ეფექტის გამორიცხვითაც ზრდაა. 

 

სებ-ი მოთხოვნის შენარჩუნებას ელის და აგვისტოზე უფრო აქტიურ  სექტემბერ-ოქტომბერს. იმედია  ფასები 20%-ით არ შეიცვლება და  სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება ღირებულებას არ დაკარგავს (გადაფარვის კოეფიციენტი ოპტიმალურ ნიშნულზე შენარჩუნდება). 

 

საინვესტიციო ბანკების ანალიზით, უძრავი ქონების ფასი ჯერ ნარჩუნდება. მხოლოდ ქირაა გაიაფებული.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები