| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - არცერთი წთ უპირბადოდ, - ქართული ოცნება ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ამირან გამყრელიძის მოწოდებას გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, გუნდში covid უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვაზე აღიარა, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან დარღვევების მასშტაბს არც შეედრება.
ბრიფინგზე გარეჯის თემასაც შეეხო. სუბექტური ეჭვი გამოთქვა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისას გადაწყვეტილება ქვევიდან ზევით არ მიიღებოდა, ექსპერტების დონეზე. ეჭვობს რომ ვერტიკალი ზევიდან ქვევით მუშაობდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე გამოძიება ვისთან მივა არ იცის, რადგან საქმეს და მტკიცებულებებს არ იცნობს, ამასთან დაინტერესდა, მედიას, არსებული ავთენტური 7 რუკიდან, რატომ აინტერესებს მხოლოდ 1 - რუსული ვერსია. მისი სიბიექტური ეჭვით, ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს.
მიაჩნია, რომ საქმე გამოსაძიებელია და დარწმუნებულია არაფერი დაიმალება, მათ შორის არც მავნებელი პოლიტიკოსი, მავნებლურად მოლაპარაკე ტელევიზიებით.
მდინარაძემ არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებაზე განაცხადა, რაზეც ოპონენტ პარტიებსაც მოუწოდა, სადაც მიაჩნია, რომ სიტუაცია არაჯანსაღია - "ნაციონალური მოძრაობის განშტოებები ერთმანეთს ჭამენ".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss