| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გრიპის ვაქცინა სრული მოცულობით ქვეყანაში ნოემბრის ბოლომდე არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმაც ვაქცინის უპრეცედენტო მარაგზე განაცხადა,3-ჯერ მეტზე, ვიდრე წინა წლებში იყო. პირველ რიგში აიცრება რისკჯგუფები.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, covid-ზე, ამ დროისთვის კლინიკებში 2 090 მკურნალობს, 1 090 - covid სასტუმროშია. სულ, მობილიზებულია 4 000 -მდე საწოლი. ქსელში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება და 1 200 თავისუფალი საწოლი გაჩნდება.
თუ დაავადებულები საწოლების რაოდენობას გადააჭარბებს, არის სათადარიგო კლინიკებიც, შესაბამისი რესურსით და 10 000 -მდე გაზრდის შესაძლებლობით. თუმცა მინისტრმა ადამიანურ რესურსზეც გაამახვილა ყურადღება, მაღალკვალიფიციური კადრის საჭიროებაზე. ამიტომ ცდილობენ ვირუსის შეკავება გადავადებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss