ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ადგილობრივი ექსორტის შეფარდებამ მთლიან ექსპორტთან 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია
19 ოქტომბერი, 2020, 11:41
ადგილობრივი ექსორტის შეფარდებამ მთლიან ექსპორტთან 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია

თბილისი (GBC) - 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2, 4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6%-ს  შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1, 7 მლრდ.  დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ადგილორბივი ექსპორტის და მთლიანის ექსპორტის საუკეთესო შეფარდებაა 2017 წლის შემდეგ, თუმცა, ამავე დროს ეს მაჩვენებელი 2015 წლის დონეს უტოლდება.

კერძოდ, 2015 წლი იანვარ-სექტემბერში მთლიანი ექსპორტის 71,2% ადგილობრივ ექსპოტრზე მოდიოდა, 2016 წელს  77,4%, 2017-ში - 75,7%.

ადგილობრივი ექსპორტის კლება 2018 წელს გაიწყო - 67,5%, ხოლო 2019 წელს ბოლო წლების მინიმუმს მიაღწია  - 61,2%.

საყურადღებოა, რომ ადგილობრივი ექსპორტის დაბალი წილი მთლიანი ექსპორტის სიმცირეზე არ მეტყველებს - მაგალითად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, როდესაც ადგილობრივი ექსპორტის წილი მინიმუმამდე  - 61,2%-მდე დაეცა, მთლიანმა ექსპორტმა 2,7 მლრდ.  დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრიბი ექსპორტის წილი მაქსიმუმზე იყო  - 77,4%, თუმცა, მთლიანი ექსპორტი - გაცილებით ნაკლები - მხოლოდ 1,5 მლრდ. დოლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები