| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჩვენ ვხევადავთ, რომ პანდემია აქტუიურ ფაზაში შედის,
და ის 2-3 თვეში არ გაივლის, ამიტომაც საჭიროა ყველამ დაიცვას მარტივი წესები უნდა
დაიცვას - ყველამ პირბადე ატაროს, და აუცილებელი დისტანცია დაიცვას. ყველა უნდა მოერიდოს
კონტაქტებს, რომლებიც აუცილებელი არაა, რადგანაც სწორედ ასეთი კონტაქტებით ხდება ყველაზე
მეტად ვირუსის გავრცელება. სამწუხაროდ, ეს ხშირ შემთხევავში ასე არ ხდება. მაგალითად,
გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში რესტორნების
მუშაობის დროის შეზღუდვის შემდეგ, კეიფებმა მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლა. ეს ცეცხლთან
თამაშია“ - განაცხადა საქართველოს დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, მკაცრი წესების დაცვა ასევე აუცილებელია უმაღლეს სასწავლეში და პოლიტიკური პროცესებში.
„ყველა პოლიტიკოსს მივმართავ - გასაგებია,
რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ვირუსი უკვე ძალიან გავრცელებულია,
და ამიტომ მათ ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა უნდა დაიცვან.
იგივე შეიძლება ითქვას სტუდენტებზე - მათ უნდა ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია,
და აუდიტორიაში 50-ზე მეტი ადამიანი არ უნდა შეიკრიბის“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია
გრიპის ვირუსთან ბრძოლა, რადგანაც ის კორონავირუსის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ართულებს.
ერთ-ერთ პრევენციულ ზომად განიხილება ვაქცინაცია.
„უახლოეს პერიოდში საქართველოში
300 000 გრიპის ვაქცინა იქნება, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება - მასწავლებლები,
მედიკოსები, მოხუცები, და ა.შ“ - განაცხადა გამყრელიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss