ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპერტი ქართული ექსპორტის covid გამძლეობაზე
19 ოქტომბერი, 2020, 16:02
ექსპერტი ქართული ექსპორტის covid გამძლეობაზე
თბილისი (GBC) - კორონავირუსის პანდემიისას წარმოების შემცირებისა და გლობალური მოთხოვნის შემცირების პირობებში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. 2020 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე მან 1720.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. ეს ადგილობრივი ექსპორტის წლის აღნიშნული დროისათვის ისტორიული მაქსიმუმია,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.
ექსპერტის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარ-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან 2020 წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა. „ადგილობრივი ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი გადის საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, რაც ჩვენი ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე ასევე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებსმ,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყოველთვიური მაჩვენებლებიდან სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი (246.0 მლნ. აშშ დოლარი) ასევე რეკორდულად ყველაზე მაღალია, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან ზრდის ტემპით (+27.1%) - ისტორიულად მესამე ადგილზეა.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ნახევარზე მეტი (50.2%) სამი სახის პროდუქციაზე მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5 პროცენტი), ფეროშენადნობები (10.4 პროცენტი) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (8.3 პროცენტი).
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები