ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბინების გაყიდვები ყველაზე მეტად ჩუღურეთში შემცირდა
20 ოქტომბერი, 2020, 11:48
ბინების გაყიდვები ყველაზე მეტად ჩუღურეთში შემცირდა

თბილისი(GBC) - ეკონომიკური აქტიურობის შენელების მიუხედავად, მშენელბლობის ნებართვების გაცემა სტაბლურად იზრდება - კერძოდ, 2020 წლის 9 თვის მანძილზე თბილისში საცხოვრებელი ფართების მშენებლობის 149 ნებართვა გაიცა - ნათქვამია თი-ბი-სი-კაპიტალის კვლევაში. 

ახალი პროექტების მთლიანი ფართობი 690 000 კვ. იქნება, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული ნებართვების მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა რაიონებში, სადაც ყველაზე მეტი გაყდვები დაფისქირდა - 2020 წლის 9 თვის მანძილზე სამშენებლო ნებართვებს შორის 55% მოდის დიდ დიღომზე, საბურთალოზე, და გლდანზე.

თუმცა, მთლიანობაში 2020 წლის  9 თვის მანძილზე ბინების გაყიდვები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველა რაიონში შემცირდა - განსაკუთრებით დაზარალდა ჩუღურეთი (-43%), საბურთალო (-40%) და მთაწმინდა (-39%).

გლდანში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბინების გაყიდვები 11%-ით შემცირდა, სამგორში - 21%.

თუმცაუფრო მასშტაბური ვარდნის მიუხედავად, საბურთალო, დიდი დიღომი, და მთაწმინდა ბინების გაყიდვების კუთხით ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ - მათზე თბილისში გაყიდული ბინების 34% მოდის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები