ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კარანტინის წესები იცვლება, 21 ოქტომბრიდან
20 ოქტომბერი, 2020, 12:33
კარანტინის წესები იცვლება, 21 ოქტომბრიდან
თბილისი (GBC) - მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, თბილისისა და იმერეთის რეგიონის ობიექტები 16 ოქტომბრიდან შეიზღუდა http://gbc.ge/index.php?newsid=116531

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით სამშობლოში დაბრუნებულები სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, ოთხშაბათიდან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

საბჭომ ჰოსპიტალურ სექტოერში 4 000 საწოლის მობილიზებაზე განაცხადა.
.
საბჭოს სხდომაზე კლინიკური მართვის ახალ მოდელზე იმსჯელეს. მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“, მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან.

საბჭომ განიხილა ბოლო დღეებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და მათი დროული აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხარვეზებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.

სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28,29 და 30 ოქტომბერს დროებით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების განახლებას ეტაპობრივად შეძლებენ.

დღემდე არსებულ მიმართულებებზე - მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით კი ფრენების სიხშირე გაიზრდება. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციებისა და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ფრენების ეტაპობრივი აღდგენის მიდგომა შენარჩუნდება.

20.10.2020-ის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 857 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 8 666 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 158.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები