| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კორონავირუსი რეკორდს ხსნის აფხაზეთშიც - დღე-ღამეში ტესტირება 403 ადამიანმა გაიარა, მათ შორის 133-ს ვირუსი დაუდგინდა.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აფხაზეთში. ამ დროისთვის გუდაუთაში კოვიდ-ცენტრში 150 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 31-ს მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში კორონავირუსით 3036 ადამიანი დაავადდა, 1267 გამოჯანმრთელდა, 31 გარდაიცვალა.
აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიამ მთელი ძალით იფეთქა რუსეთთან საზღვრის გახსნის, და რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის შემდეგ.
ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის სისუსტის გამო სადღეოისოდ აფხაზეთში სპეიალურად მივლინებული რუსი ექიმების ბრიგადები მუშაობენ. კერძოდ, 19 ოქტომრებს არაღიარებულ რესპუბლიკაში შემოვიდა რამდენიმე ათეული სამხედრო ექიმი მთელი აუცილებელი აღჭურვილობით და საველე ჰოსპიტალებით.
ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თბილისი მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - არაღიაირებულ რესპუბლიკაში 250 000 ადამიანი ცხოვრობს -
100-130 დაავადებული კი 250 000
ადამიანზე გაცილებით მეტია, ვიდრე 1200 დაავადებული 3,7 მლნ.-ზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss