ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC კლიენტებს დისტანციურ გადარიცხვებს ურჩევს
22 ოქტომბერი, 2020, 15:22
TBC კლიენტებს დისტანციურ გადარიცხვებს ურჩევს
თბილისი (GBC) - ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ.

დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად, მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.

ამასთანავე, მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.
თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა:
• გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;
• შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;
• მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს.

თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები