ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
37%-ით გაზიფიცირებული გურიის 98% გაზიფიცირდება 2021-ში
27 ოქტომბერი, 2020, 13:17
37%-ით გაზიფიცირებული გურიის 98% გაზიფიცირდება 2021-ში
თბილისი (GBC) - 2012 წლის შემდეგ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ - თუ მანამდე აქცენტი ძირითადად კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ და პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე სამეგრელოში 34-დან, 83%-მდე გაიზრდება დაფარვა გურიაში - 37 დან 98%-მდე განსაკუთრებით მთიან აჭარაში, სადაც ძალიან რთულია ამ პროექტების განხორციელება, თითქმის გაორმაგდება და 55 პროცენტიდან 81 პროცენტს მიაღწევს, ქვემო ქართლში 80 პროცენტამდე გაიზრდება, შიდა ქართლში იქნება თითქმის ასპროცენტიანი დაფარვა, კახეთში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 86 პროცენტს, მცხეთა მთიანეთში იქნება 83 პროცენტი, იმერეთში კი - 79 პროცენტი. „მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის სახელისუფლებო გუნდის, კონტრაქტორი და გაზგამანაწილებელი კომპანიების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. „ეს არის აძალიან მასშტაბური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებში 384 დასახლებულ პუნქტში 5217 კილომეტრი სხვადასხვა წნევის მილით გაზის გაყვანას, რისთვისაც 240 მილიონი ლარი დაიხარჯება“ - განაცხადა მინისტრმა
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები