ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ - გახარია
27 ოქტომბერი, 2020, 18:30
კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ - გახარია

თბილისი (GBC) - მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, ჟურნალისტებს Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

„ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთანაც სამწუხაროდ, შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და რაც მთავარია, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, არამედ, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები