| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს, კოსტა-რიკის და კენიის ცენტრალური ბანკის მმართველებმა covid-ის გავლენა განიხილეს. კობა გვენეტაძე მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. თემაზე: "გლობალური პასუხი COVID-19-ს: ღია საუბარი გამოწვევებისა და მიზნების შესახებ".
მასთან ერთად, დისკუსიაში ჩართულ იყო კოსტა რიკის ცენტრალური ბანკის მმართველი როდრიგო ქუბერო, კენიის ცენტრალური ბანკის მმართველი პატრიკ ნჟოროგე, ასევე მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი კარმენ რეინჰარტი, სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი ინვესტიციების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი აბელ სიტჰოული მონაწილეობდნენ. შეხვედრას მოდერატორობას მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინის უფროსი ჯინგდონგ ჰუა უწევდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო სექტორის აქტივების მენეჯერების წინაშე არსებული გამოწვევების ფართოდ განხილვის მნიშვნელობაზე აღინიშნა.
სებ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რგორ მართავს სარეზერვო აქტივებს, დისტანციურად, -"ჩვენ სრულად მომზადებული შევხვდით პანდემიას, ვინაიდან გვქონდა კონსერვატიული მიდგომა, რომელიც გათვლილი იყო რთულ სცენარებზე. რეზერვებში გვქონდა მაღალლიკვიდური და დაბალრისკიანი აქტივები, რომლებზეც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასი სწორედ ასეთ ვითარებაში მატულობს. რეზერვების მართვის ფუნქცია და სისტემები მოკლე ვადაში გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე, და საქმიანობა შეუფერხებლად, სრული დატვირთვით განვაგრძეთ. სწორედ წინდახედული პოლიტიკის შედეგად შევძელით რეზერვების რაციონალურად გამოყენება, მაშინ როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ძირითად სარეზერვო ვალუტებში უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ვაგრძელებთ რეზერვების მართვის ეფექტიანობის ზრდის ახალი გზებისა და ინსტრუმენტების ძიებას", - განცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხავადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა. RAMP-ის პროგრამაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss