ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კუკავა უფრო მატყუარაა თუ მდინარაძე და ბარამიძე
28 ოქტომბერი, 2020, 16:13
კუკავა უფრო მატყუარაა თუ მდინარაძე და ბარამიძე

თბილისი (GBC) - მდინარაძის გაჟღერებული, ოპოზიციის  დაანონსებული აქცია დაადასტურა გია ბარამიძემ, რუსთავი 2 -თან. ამასთან  უარყო ბრალდება, თითქოს ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულია  ქართული ოცნების შეურაცხმყოფელი კამპანია  ბოტების და ტროლების მეშვეობით, განსაკუთრებით ოპონენტი ქალების მიმართ. 


ამასთან ბარამიძემ აღნიშნა, რომ ოცნების წევრებს სოციალური ქსელიდან  ვიღაცის შეგინება არ უნდა გაუკვირდეთ.


ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა  შაბათის დესტაბილიზაციის ვერსიას არასერიოზულად აღიქვამს, რაზეც მისმა ოპონენტმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელსაც უგულავამ შეურაცხყოფა მიაყენა, მან ის რეგვენად მოიხსენია.


ლევან კობერიძე (ლელო) გამარჯვების ზეიმის დამანონსებელ გია ბარამიძეს და დანარჩენ ოპოზიციონრებს ემიჯნემა, მიაჩნია, რომ კამპანია მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევას ემსახურება. კახა კუკავას (თავისუფალი საქართველო) აზრით კი შაბათის გამარჯვების აქცია "მიხეილ სააკაშვილის ჩამოვას" ჟანრშია 


თავის მხრივ კუკავას დაპირებას პოლიტიკურ პოპულიზმად აფასებს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველოც, რადგან  კუკავას 'თავისუფალ საქართველოს" არ წარმოუდგენია ეკონომიკის სექტორული განვითარების პროგრამა, რის შედეგადაც გაჩნდება იაფი ფული და  დაიკლებს სასესხო განაკვეთი. 


უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მსესხებლისთვის დაბრუნების დაპირებაც ტყუილია, რადგან კუკავა სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობასაც აანონსებს, რაც კერძო საკუთრების დაცულობას უზრუნველყოფს.  მსესხებლისთვის ქონების დაბრუნება კი  ნიშნავს ბანკისთვის ქონების წართმევას. ეს თავისთავად აისახება პოტენციური ინვესტორის განწყობებზე, შესაბამისად, კაპიტალის ბაზრიდან მოსაზიდი რესურსის ფასზეც, რაც კუკავამაც იცის, მაგრამ იტყუება. 


უძრავის ქონების საინვესტიციო ღირებულების დაკარგვის საფრთხეებზე  სებ-მა ახლახანს განაცხადა  გაეცანით: http://gbc.ge/index.php?newsid=116348 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები