| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფექციის 1 696
ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს.
„ჩვენ გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ
პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა“ - განაცხადა მეზვრიშილმა.
ბოლო 24 საათში 12 ადამიანი
გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში
- 4, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან
დღემდე კორონავირუსგან სულ 285 ადამიანი გარდაცვალა.
დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით
მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში
- 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში
- 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss