| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის
თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების
გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. „მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის
დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და
რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს“,
- მიიჩნევენ ბანკის ეკონომისტები.
საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე
ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო
დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი
საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
„აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და
ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის
დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ
საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ნაკლებია. არსებული
ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა
შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა
მოსალოდნელი 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებების აღდგენას,
პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა
ნავარაუდევი“, - ნათქვამია კვლევაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss