| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რას უნდა ველოდით Q4/2020-ში, - TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი III -ზე უკეთეს IV კვარტალს არ ელის და კმაყოფილი იქნება, ეკონომიკა ზრდის Q3/2020-ის ტრენდს თუ შეინარჩუნებს.
"გააჩნია რა ფისკალური სტიმული იქნება", - ოთარ ნადარაიამ "ბიზნესპარტნიორის" ეთერში განაცხადა, რომ 2021 წლის მე-2 ნახევრამდე ეკონომიკას ფისკალური სტიმული დასჭირდება.
ზამთრის სეზონთან ერთად გამოწვევები იზრდება, რასაც პოლიტიკური დესტაბილიზაციაც ემატება, თუმცა ნადარაიას აზრით ქუჩის აქციების წნეხში კურსი არ მოექცევა.
ამასთან რეზერვების საკმარის ოდენობის მარაგებზეც აღნიშნა, რომ სებ-ს პანდემიამდე დაგროვილი წმინდა რეზერვების ხარვა ჯერ არ დაუწყია. მხოლოდ მოზიდული რესურსი იხარჯება, ინტერვენციებზე, რამაც პანდემიიდან (მარტი-ნოემბერი) $800 მლნ-ს გადააჭარბა.. .
ოთარ ნადარაიას რაციონალურ გამოსავლად ევრობონდის რეფინანსირება მიაჩნია - კარგია ვალი რომ ლარში იყოს, მაგრამ მაინც რეფინანსირებისკენ იხრება. ამასთან TBC კაპიტალი კურსის პროგნოზს 3.3 -მდე აუარესებს
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss