ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ–ის მრავალმილიონიანი ინტერვენცია ლარს ვერ აჩერებს
3 ნოემბერი, 2020, 13:23
სებ–ის მრავალმილიონიანი ინტერვენცია ლარს ვერ აჩერებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ეპროვნული ვალუტის, ლარის კურსი სამშაბათის ვაჭრობაზე მკვეთრ ვარდნას განიცდის. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 13:09 საათისთვის 1 აშშ დოლარი 0,92%–ით არის გაძვირებული და 3,2875 ლარი ღირს.

ორშაბათს, 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გასაყიდად 60 მლნ ლარი გამოიტანა, თუმცა ლარის კურსი მაინც წითელ ზონაში დარჩა.

ბოლო თვეების განმავლობაში სებ–მა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიტანა ბაზარზე. 30 სექტემბრის მდგომარეობით, სებ–ის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 569 197 340 აშშ დოლარს შეადგენდა.

დღეს, 3 ნოემბერს მოქმედი ოფიციალური კურსი $1/3.2438 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები