ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკმა ბიზნესის მხარდასაჭერად EFSE-სგან 4.2 მილიონი ევრო მოიზიდა
5 ნოემბერი, 2020, 15:17
ბაზისბანკმა ბიზნესის  მხარდასაჭერად  EFSE-სგან 4.2 მილიონი ევრო მოიზიდა

თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა EFSE-სთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეროპული ფონდი) ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 4.2 მილიონო ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. ბანკსა და ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა ფონდმა ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობას საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

 

ახალი, 4.2 მილიონი ევროს ოდენობის  საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესს COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ არამდგრად გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ბაზისბანკს საშუალებას აძლევს, საკრედიტო რესურსი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ქართული ბიზნესისთვის, რაც მცირე და საშუალო კომპანიების ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. წლიდან წლამდე ბაზისბანკის SME პორტფელი სტაბილურად მზარდია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები