| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "მელია და მისის შპანა" კანონდარღვევისთვის დაისჯება, - კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს არ აყვნენ. მისი თქმით 22:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შემზღუდველი კანონი მოქმედებს ყველასთვის და ნებისმიერ დარღვევას კანონით გათვალისწინებული ნორმები მოყვება
სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივნის სპეცბრიფინგის შემდეგ, აქციის მონაწილეები შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემაც გააფრთხილა. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებიან სამართალდამცველები მყისიერად მიიღებენ შესაბამის ზომებს.
საბანაძემ 8 ნოემბრის აქციის დაშლისას, წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად მიშვებაზე განაცხადა, რომ ჭავლი დამიზნებით არ მიუშვიათ. ამასთან აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში რთული დასადგენია სად მედია დგას და სად სამართალდამრღვევი. თუმცა თქვა, რომ პროპორციული ზომა გამოყენებული იყო მხოლოდ პოლიციაზე მოძალადეების მიმართ.
საბანაძემ ცრემლსადენი გაზის გამოყენება კატეგორიულად უარყო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციითმ რაც გაზი ეგონათ ყოფილა წიწაკის სპრეი, რასაც საჭიროებისას მიმართავენ.
ღამის აქციისას 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, მათ შორის 3 მედიის წარმომადგენელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss