ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრისტალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულია
9 ნოემბერი, 2020, 12:52
კრისტალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულია

თბილისი (GBC) - გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, კრისტალმა გამარჯვება მოიპოვა კატეგორიაში „მდგრადი მოხმარება და წარმოებაპროექტისთვის "მწვანე დაფინანსება".

 "მწვანე დაფინანსების" მიმართულება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალში" 2017 წლიდან ხორციელდება. პროეტი გულისხობს მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას. ამით კრისტალი ცდილობს მისი წილი პასუხისმგებლობით და მზრუნველობით შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება.

 წელს ჟიურის წევრი კატეგორიაში „მდგრადი განვითარების პიონერი“,  კრისტალის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია იყო, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების კონკურსის წინა წლის  გამარჯვებულია. მან  წლევანდელ გამარჯვებულს ჯილდო მდგრადი განვითარების პიონერიგადასცა. ჯილდოს მფლობელი ვალერი ჩეხერია გახდა, რომელიც კონკურსზე „აჭარა ჯგუფს“ წარმოადგენდა.

კონკურსი, რომელშიც 74 აპლიკაცია იყო წარმოდგენილი,   გამარჯვებულები 8 კატეგორიაში  გამოვლინდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება,  ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, გონივრული მოხმარება და წარმოება, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, SDG პიონერი, მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაში.

 კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ტარდებასაქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის აჯილდოებს.

 გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, წლევანდელი კონკურსი დისტანციურად, ლაივ რეჟიმში გაიმართა და შესაბამისად ღონისძიებაზე დასწრება და კომპანიების გულშემატკივრობა  ნებისმიერი დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო.  

აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს  კონკურსში კრისტალი რამდენჯერმე გახდა გამარჯვებული:

2018 წელი - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსიმელიორა 2018“ - წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი კომპანია ქვეყნის მასშტაბით და კონკურსის  გრან-პრის მფლობელი კრისტალი გახდა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი და კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

2019 წელი - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2019- კატეგორიაშიგენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება ჯილდო კრისტლმა მოიპოვა. ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები