ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD: ციფრული ტექნოლოგიები Covid ის შემდგომი ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება
მარიამ მინაძე
10 ნოემბერი, 2020, 14:10
EBRD: ციფრული ტექნოლოგიები Covid ის შემდგომი ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კავკასიის რეგიონის 2020-21 გარდამავალი პერიოდის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემებს და Covid 19 - თან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს მიმოიხილავს,

EBRD-ის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა, თუმცა 2020 წელს მცირდება. სტუმართმოყვარეობის სექტორი, რომელიც ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო, Covid-19 პანდემიის დროს მოწყვლადობის ძირითადი წყარო გახდა.

EBRD-ის თქმით, მთავრობის ხარჯების ზრდამ და სუსტმა ეკონომიკურმა აქტივობამ ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ტურიზმის შემოსავლების დაკარგვამ კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაფართოვება.

შიდა და გარე დისბალანსის სტაბილიზაციის დასახმარებლად და ლიკვიდობის დამატებითი ბუფერის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებამ მოითხოვა IMF-ის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის გაზრდა და შესაბამისად, 2020-21 წლებისთვის 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მობილიზება. EBRD-ის თქმით, სავარაუდოდ, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე საგარეო და საბიუჯეტო გეფების დაფარვისთვისაა საჭირო უახლოეს პერიოდში.

EBRD 2020-ში მშპ-ის შემცირებას პროგნოზირებს 5%-ით , რასაც მოჰყვება 3,5% აღდგენა 2021 წელს.

აღდგენის სიჩქარე და ზოგადად ეკონომიკური სიჯანსაღე 2021 წელს უკავშირდება სტუმართმოყვარეობის სექტორში განვითარებულ მოვლენებს და უცხოელი ვიზიტორების შემოდინებას, რაც მათი თქმით, ამჟამად ძალზე გაურკვეველია.

კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაუმჯობესების საჭიროებას, რაც ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი, უფრო ეფექტური უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც გამოიწვევს პროდუქტიულობის ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას.

იმავდროულად,EBRD აღნიშნავს,რომ ენერგეტიკული საკვანძო კანონების მიღება სექტორის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. კანონები ასახავენ ენერგეტიკული ბაზრის მოსალოდნელ რეფორმას, ადგენენ განახლებადი ენერგიის ჩარჩოს და მხარს უჭერენ ენერგოეფექტურობას მშენებლობაში.

2021 წლის მთავარ პრიორიტეტებს შორის EBRD რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკის გამძლეობა დივერსიფიკაციის გზით.

მათივე თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის ხელშემწყობი პოლიტიკისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებში Covid-19-ის მოსალოდნელი ცვლილებებით სარგებლობის მიღებამ, შეიძლება გაზარდოს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი და მისი გამძლეობა.

რეფორმების დღის წესრიგში EBRD-ის თქმით, მმართველობითი სტანდარტები უნდა დარჩეს მაღალ დონეზე.  ძლიერი ინსტიტუტები, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და დამოუკიდებელი ბაზრის მარეგულირებელი ორგანოები მნიშვნელოვანია დამატებითი ღირებულების სექტორებში ინვესტიციების მოზიდვისა და კონვერგენციის პროცესის დასაჩქარებლად.

ასევე,  ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლებაში ინვესტიციების საშუალებით, EBRD-ის განცხადებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები და პროფესიული უნარ-ჩვევები Covid-19- ის შემდგომი ინვესტიციების წარმართვის მნიშვნელოვანი ფაქტორები გახდებიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები